იყიდება 206.43 კვ.მ ბინა გაზაფხულის ქუჩა #11-ში (ყოფილი დელისის მე-3 შესახვევი). ბინა არის ნათელი, მზიანი და ფართო, მაღალი ჭერითა და იზოლირებული ოთახებით. აქვს 4 საძინებელი (ერთს აივანი, დანარჩენებს ფანჯრები), მისაღები, ცალკე სამზარეულო, სათავსო და 2 სველი წერტილი (აბაზანასაც აქვს აივანი). დამატებით აქვს 27.76 კვ.მ აივანი. ბინას მოყვება ავტოფარეხი, კომერციული დატვირთვით, რომლის გამოყენება შესაძლებელია გასაქირავებლად. მდებარეობა არის მშვიდი, გამწვანებული და ახლოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან. ფასი შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.