მოგესალმებით: საგურამოს ცენტრში ილია ჭავჭავაძის მუზეუმიდან 500 მეტრში იყიდება კერძო სახლი თავისი 1400 კვ ეზოთი, კაპიტალურად შემოღობილი. სახლი არის სრულიად მოწყობილი რასაც ფოტოებში ნახავთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის კონსტრუქციული ნაწილი, რეალურად სამ სართულზე განლაგებულია 4 ბინა, მე 3 სართულზე არის ორ ოთახიანი 2 ცალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბინა 55 კვ. სრულიად გარემონტებული და მოწყობილი საცხოვრებლად, თავისი აივნით და 200კვ ეზოთი. მე 2 სართული არის 150 კვ საიდანაც 40კვ არის ვერანდები 110 საცხოვრებელი ფართი, ყველა საძინებელს აქვს ინდივიდუალური აბაზანა ტუალეტი და ერთი საერთო ტუალეტი, სულ 4 აბაზანა ტუალეტია. ასევე არის სრულიად გარემონტებული და მოწყობილი საცხოვრებლად. პირველი სართული არის 85კვ ორი სველი წერთილით და არის სარემონტო შავი კარკასი. სახლის ეზო იდეალურად არის მოწყობილი თუ გყავთ შინაური ცხოველები (ძაღლები, კატები). ასევე სახლს აქვს 30 კვ. მიწის ქვეშ მარანი. სახურავი არის ბრტყელი გადახურვის სადაც შეიძლება 110 კვ ერთიანი ვერანდის მოწყობა. იდეალურია გასაქირავლებად. სახლს აქვს მანქანის საპარკინგე ადგილები, სახლიდან 7წთ ფეხით სავალზე არის მაღაზიები, აფთიაქები, თონე. თუ გინდათ ქალაქის ქაოსიდან მშვიდ გარემოში ბუნების ხედებით, სუფთა ჰაერზე ცხოვრება იდეალური ადგილია. დიდ დიღომის გადასახვევთან 20 წუთი ჭირდება მანქანას, ყოველ 30 წთ დადის თბილისში ტრანსპორტი.