იყიდება მშენებარე სახლი საგურამოში, თანამედროვე დიზაინით და ულამაზესი ხედებით 360 გრადუსზე.
ეზოს სრული ფართი: 1300 კვ.მ.
სახლის სრული ფართი: 935 კვ.მ.
საცხოვრებელი ფართი: 455 კვ.მ.
სახლის არის შავი კარკასის მდგომარეობაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუზის სამუშაოები და ველოდებით კარ-ფანჯრის იმპორტირებას ესპანეთიდან.
• 1-ელ სართულზე განთავსებულია: 4 საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილითა და საგარდერობე ოთახით, სასტუმრო ოთახი ბუხრით, სამზარეულო, დამოუკიდებელი სველი წერტილი, სამრეცხაო, ტექნიკური ოთახი, ავტოფარეხი, ტერასა და უსასრულო აუზი (infinity pool).
• მე-2 სართულზე განთავსებულია: კაბინეტი, გასართობი ოთახი და 354 კვ.მ. ფართის ტერასა, საიდანაც ყველა მიმართულებით იშლება ხედი.
• ფასადი მოპირკეთებულია ტრავენტინის ფილებით;
• სადრენაჟე სისტემა მოწყობილია;
• წყალი შემოყვანილია;
• კანალიზაცია დაერთებულია და ყველა სველ წერტილამდეა მიყვანილი.
• გადახურვის საიზოლაციო სამუშაოები შესრულებულია;
• მე-2 სართულის ტერასა მოპირკეთებულია.
• 80 გრძ. მ. ღობე აშენებულია.