INO — პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, რომელიც აერთიანებს 40 ინდივიდუალურ ბინას. პროექტი შექმნილია ოჯახური სიმშვიდისა და კომფორტული ცხოვრებისათვის, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, დახვეწილი დიზაინი და პრესტიჟული ლოკაცია ერთიანდება.
პროექტის ავტორია გიორგი ინასარიძე, რომლის შთაგონების წყარო ნიუ-იორკის ურბანული სტილი გახდა. კომპლექსი გამოირჩევა გამძლე და ესთეტიკური ტერაცოს ფასადით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაცხოვრებელზე მორგებული სერვისებით.
INO-ს მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია:
• კონსიერჟ სერვისი
• ფიტნეს ცენტრი და აუზი
• BBQ ზონა
• ცხოველების საშხაპე
• უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო
• ტექნიკური და ყოველდღიური სერვისების ორგანიზება
INO — სივრცე, სადაც კომფორტი, სიმშვიდე და თანამედროვე ცხოვრება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.