სასწრაფოდ ქირავდება ორ საძინებლიანი ბინა ძველ ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან. ზღვიდან 2 წუთის სავალზე ფეხით.
ბინა არის ძალიან ნათელი, სუფთა და აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით საცხოვრებლად. ბინას აქვს გრძელი და ნათელი აივანი, რომელშიც მოხვდებით ორივე საძინებლიდან. აივნიდან იშლება ულამაზესი ხედები თეატრზე და პოსეიდონის ძეგლზე.
ძირითად საძინებელში დგას 1 დიდი ზომის საწოლი, ხოლო მეორე საძინებელში დგას გასაშლელი დივანი, რომელიც ასევე იტევს 2 ადამიანს.
სახლში დაგხვდებათ ყველა საჭირო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, კონიდიციონერი, ღუმელი და ა.შ.