ქირავდება მყუდრო 2-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე, ახალაშენებულ GreenHill Residence-ის კომპლექსში!
კორპუსი მდებარეობს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსთან ახლოს — ფეხით მისასვლელად სულ 5-10 წუთი გჭირდებათ! კომპლექსი უზრუნველყოფილია ელექტრონული კარის სისტემით, ფუნქციონირებს ლიფტი. საცხოვრებელ კომპლექსში დამატებით დაგხვდებათ სპორტდარბაზი და აუზი.
~
ბინაში არის ნათელი საძინებელი, რომელიც სრულად მოწყობილია ხარისხიანი ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით, ყველა კომუნიკაცია უკვე შეყვანილია.
ბინაში ასევე დაგხვდებათ სრულად აღჭურვილი სამზარეულო (ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, გამწოვი, გაზქურა, მაცივარი), ასევე აივანი ეზოს ხედით.
✨