იყიდება ახალი გარემონტებული, 3 ოთახიანი, ძალიან კარგი პროექტის უცხოვრებელი ბინა საბურთალოზე, მელიტონ ქანთარიას 5 ნომერში. კორპუსი სრულად დასრულებულია და შესახლებული. კორპუსის ირგვლივ არის ყველანაირი ქსელური მაღაზია, აფთიაქები, ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ფიტნეს დარბაზები, ავტობუსის გაჩერებები, არის ძალიან მყუდრო და სუფთა უბანი ნაძვნარში. ბინაში დაგხვდებათ იტალიური ცენტრალური ცებტრალური გათბობის სისტემა, სრულად ჩასაშენებელი სამზარეულოს ტექნიკა ( მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს სამეული) ყველაფერი გარანტიაზე, უმაღლესი ხარისხის Valsir-ის ბრენდის ჩასაშენებელი უნიტაზი, გერმანული 10მმ წყალგამძლე ლამინატი, ფრანგული ჭერები, შავი მეტალოს კარფანჯრები, გამოყენებულია კაპაროლის ლაქ საღებავები. კორპუსი სრულად შეფუთულია თბო და ხმის იზოლაციით, ბინა არის კუთხის, ნათელი და ყველა ოთახს აქვს ბუნებრივი განათება