იყიდება ახალი აშენებული სახლი საგურამოში, თბილისიდან 8 წუთის სავალზე. სახლი გარედან დასრულებულია, ეზო შემოღობილი, შიგნიდან მწვანე კარკასის მდგომარეობით. სახლის სამშენებლო ფართობი 315 კვადრატია, მოიცავს ვერანდებს, 3 მასტერ-ბედრუმს, კაბინეტს, მისაღებს, სამზარეულოს, ოთხ საპირფარეშოსა და ბოილერის ოთახს. ეზოს ფართი 700 კვადრატია.
სახლში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია, დენი, წყალი, გაზი, ცენტრალური კანალიზაცია.
სახლების მშენებლობა ხორციელდება 30 სანტიმეტრიანი ენერგოეფექტური პემზის ბლოკით, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ თბო და აკუსტიკურ იზოლაციას. ფასადზე გამოყენებულია საიზოლაციო მასალა და გაიკრა დეკორატიული აგურის ფილები.
სახლების გარე ვიზუალი გადაწყვეტილია ინგლისური შავი აგურის ფილისა და WPC პანელის საფასადე ფაქტურებში, რომელსაც ექსტერიერზე ალამაზებს კომპანია “Alutech”-ის შავი ვიტრაჟული ფანჯრები და შუშის პროფილის მოაჯირი.
"Doors Saguramo"ს კომპლექსში 20 სახლი განთავსდება. ჩვენი თითოეული სახლის არქიტექტურასა და დიზაინზე მუშაობდნენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი არქიტექტორები. მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ სახლები, სადაც შერწყმული იქნებოდა თანამედროვე დიზაინი, პრაქტიკულობა და ხარისხი. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო სახლები ჰარმონიულად ჩამჯდარიყო არსებული ტერიტორიის განაშენიანებასა და უშუალოდ უბნის კონცეფციაში.