არასტანდარტული ბინა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ უბანში, ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედებით. მდებარეობს 7-სართულიანი კორპუსის ბოლო, 7-ე სართულზე, რაც უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და განსაკუთრებულ გარემოს.
საკადასტრო მონაცემებით საერთო ფართი შეადგენს 340 კვ.მ-ს, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 90 კვ.მ. მთლიან ფართზე ვრცელდება მესაკუთრეობა. ბინას აქვს უზარმაზარი ვერანდა, რომლის ხარჯზეც შესაძლებელია ფართის გაფართოება და დამატებით დაახლოებით 250 კვ.მ-ის ათვისება.
ბინა მოიცავს ორ საძინებელს, თუმცა ერთ-ერთი ოთახი იდეალურად გამოდგება სამუშაო ან საკაბინეტე სივრცედ. ინტერიერი აღჭურვილია ჩაშენებული სამზარეულოთი და ჩაშენებული კარადებით.
იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს განსხვავებულ, პერსპექტიულ და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს მშვიდ გარემოში.