ქირავდება 72 მ² სამოთახიანი ბინა საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე (შავგულიძეზე), პირდაპირ ავტობუსის გაჩერებასთან. ბინა მდებარეობს 18-სართულიანი კორპუსის 12-ე სართულზე, არის 2 ლიფტი.
ბინა არის სუფთა და გარემონტებული, პარკეტით. მოიცავს იზოლირებულ სამზარეულოს, 1 საძინებელს და ნათელ მისაღებ სივრცეს. აღჭურვილია სრული ავეჯითა და ტექნიკით: კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, ინტერნეტი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, ჩაშენებული გაზქურა და სხვა საჭირო ინვენტარი.
ბინას აქვს მზიანი მხარე და ხედი წყნეთისა და ნაფეტვრების მიმართულებით. იდეალურია კომფორტული საცხოვრებლად.