იყიდება ნათელი და მყუდრო ბინა 10-სართულიანი კორპუსის 10-ე სართულზე. სხვენი ან დამატებითი ნაშენი არ აქვს. არის ბოლო სართული და ლიფტიც ადის ბოლომდე.
ბინა მოიცავს:
• 2 საძინებელს
• 2 სველ წერტილს
• იზოლირებულ სამზარეულოს
• ფართო მისაღებ ოთახს
• საგარდერობე ოთახს
• 2 აივანს — ერთი გადაჰყურებს ეზოს, მეორე პეკინის მხარეს
ბინა სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით. ძალიან ნათელი, კომფორტული და საცხოვრებლად იდეალური ვარიანტია.