ქ. რუსთავში, მშვიდობის ქუჩა N2-ში, აზოტის ქარხნის მიმდებარედ იყიდება ყოფილი სამშენებლო-საწარმოო ბაზის ტერიტორია. ფართობი: მიწის ნაკვეთი (არასასოფლო-სამეურნეო) 18,740 კვ.მ. შენობა-ნაგებობები 6,732 კვ.მ. ტერიტორიაზე დგას 6 დამოუკიდებელი ღია ანგარი, აქედან 3 ანგარი არის რიგელებით (შემკვრელი კოჭი) დახურული, ხოლო დანარჩენი 3 კი დაუხურავი. ტერიტორიაზე მდებარეობს დახურული წყლის ბასეინი. (დენი, გაზი, წყალი მიყვანილია გვერდით მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიქტზე).
ტერიტორია განთავსებულია დაუსახლებელ, მშვიდ და პერსპექტიულ ადგილას, (ლილო 1- საბაჟო და სასაწყობო ტერმინალიდან სამშენებლო-საწარმოო ბაზის ტერიტორიამდე მანძილი გახლავთ 20 კმ) რაც იდეალურ შესაძლებლობას ქმნის როგორც საინვესტიციო, ასევე სხვადასხვა დანიშნულების გამოყენებისთვის. ფართობი უზრუნველყოფს თავისუფალ სივრცეს და მრავალფეროვანი საქმიანობის შესაძლებლობებს, როგორებიცაა: სასაწყობე მეურნეობის, სამრეწველო კომპლექსის, წარმოების ობიექტის, ლოჯისტიკური ცენტრის და სადისტრიბუციო ცენტრის განთავსება.
ტერიტორიის მიმდებარედ იწყება გაჩიანი წითელი ხიდის ავტობანის მშენებლობა
ტერიტორიის მიმდებარედ ასევე შემოდის მატარებლის ჩიხი