ვაკეში, მეტრა პარკის ტერიტორიაზე, საუკეთესო მონაკვეთში, საკანდელიძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება მოიცავს 136 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. ბინა განთავსებულია თანამედროვე არქიტექტურის მქონე 7-სართულიანი შენობის მაღალ პირველ სართულზე და აქვს ტერასა.
სივრცითი, გამჭოლი და ნათელი ბინა გეგმარებით მოიცავს ჰოლს, მისაღებ ოთახს კუთხის სამზარეულოთი, 3 საძინებელს აივნებით და ორ სველ წერტილს. დამატებით, ბინას აქვს 16 კვ.მ დაურეგისტრირებელი ტერასა.
ბინის ინტერიერი გემოვნებით არის მოწყობილი დამონტაჟებულია ძვირად ღირებული სამზარეულო და მაღალი ხარისხის ჩაშენებული კარადები. ჭერის სიმაღლე 3.4 მეტრია, რაც სივრცეს კიდევ უფრო კომფორტულსა და ნათელს ხდის. შენობის წინ განთავსებულია საპარკინგე ადგილი.
ბაგების ფერდობზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი მეტრა პარკი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემოთი. კომპლექსი მოიცავს 20 საცხოვრებელ სახლს (2-დან 6 სართულამდე) და აღჭურვილია Otis-ის ლიფტებითა და Wilo-ს წყალმომარაგების სისტემით.