ქირავდება გარემონტებული, ნათელი და მყუდრო ოროთახიანი ბინა, სტუდიოს ტიპის მისაღებით და დიდი ვერანდით, ახალაშენებულ კორპუსში, საბურთალოზე, კაზინო “ბლექ ოპალ”-თან, 15 წუთის სავალ მანძილზე მეტროსადგურებამდე "სამედიცინო უნივერსიტეტი" და "ტექნიკური უნივერსიტეტი", ასევე - ცინცაძის და გამრეკელის კარფურებამდე.
სადარბაზოს კოდირებული კარები და სამეთვალყურეო კამერები ყველა სართულზე უზრუნველყოფენ მაცხოვრებლების უსაფრთხოებას. ბინა არის სრულად აღჭურვილი - ტელევიზორით, საკაბელო ტელევიზიით, მტვერსასრუტით, უთოთი და საუთაო მაგიდით, ელექტრო ჩაიდნით, თმის ფენით, ტოსტერით, ქვაბებით, ტაფებით, სამზარეულოს ჭურჭლით, მისაღები და საძინებელი ოთახების სანათებით, სქელი ფარდებით, და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით.