სახლი მდებარეობს თბილისის შემოსასვლელში მცხეთის მხრიდან, აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში, მუხათგვერდის აგარაკებზე. მუსიკაზე შეზღუდვა არ გვაქვს, ბერინგერის 1000 ვატიანი დინამიკით შეძლებთ ისარგებლოთ მთელი ღამე. დამატებითი დინამიკის შემოტანა აკრძალულია. სახლს აქვს 3 საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, დახურული აუზი, რომელიც თბება 38 გრადუსამდე, გვაქვს დიდი საცეკვავო დარბაზი კლუბური განათებებით, მაგიდებით და სკამებით 50 ადამიანამდე. ასევე არის დიდი, ლამაზი, გამწვანებული ეზო, საპარკინგე ადგილები ეზოში, მაყალი და შამფურები მწვადის შესაწვავ ადგილზე და უზარმაზარი ტერასა. შესვლა შეგიძლიათ შუადღის 3 საათიდან, ხოლო გასვლის დრო განსაზღვრულია მომდევნო დღის დილის 12 საათამდე. ფასი ცვალებადია კვირის დღეების და სტუმრების რაოდენობის მიხედვით. ჯავშნების მიღება ხდება წინასწარ. შეგიძლიათ სახლის წინასწარ დათვალიერება, როგორც დეტალური ვიდეოს მეშვეობით, ასევე ადგილზეც.