2 თვის წინასწარ გადახდით, 593 305 272
ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. შემოსვლის დღიდანვე შესაძლებელია კომფორტულად ცხოვრება. ახალი რემონტი, მზიანი მხარე და მაღალი სართული ერთობლივად ქმნის სასიამოვნო, განათებულ გარემოს.
მდებარეობა:
კორპუსიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები და სხვადასხვა ტიპის რესტორნები. ლისის ტბამდე სულ 10 წუთია ფეხით, რაც ქალაქში ცხოვრებას ბუნებასთან სიახლოვეს უმატებს.
კორპუსის ინფრასტრუქტურა:
კორპუსი გამოირჩევა მაღალი დონის ინფრასტრუქტურით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს:
- სრულად აღჭურვილი სპორტდარბაზი - მაცხოვრებლებისთვის უფასო
- დახურული, დაცული ეზო
- სპორტული მოედანი
- ბავშვთა სათამაშო მოედანი
- კონსიერჟის მომსახურება
- უსაფრთხოების კამერები
- წყლის რეზერვუარები
- ინდივიდუალური შესანახი საკუჭნაო (Locker) პარკინგის ტერიტორიაზე - თხილამურების, ველოსიპედის ან სხვა ნივთების შესანახად