იყიდება 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი რაჭაში, წმენდაურში, ერთ-ერთ საუკეთესო და პერსპექტიულ ლოკაციაზე.
ნაკვეთი მდებარეობს ულამაზეს გარემოში — უკანა მხარეს პირდაპირ ესაზღვრება ტყე, ხოლო წინ იშლება შთამბეჭდავი ხედები მთებზე, სადაც ზაფხულშიც კი თოვლიანი მწვერვალები ჩანს.
ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო კომუნიკაცია —გაზი, დენი და წყალი. მისასვლელი გზა არის სრულად ასფალტირებული და კომფორტული.
მეზობლად განთავსებულია თანამედროვე კოტეჯები საკუთარი აუზებით, რომლებიც გაქირავების მიზნით გამოიყენება, რაც ამ ადგილს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი, ბუნებასთან სიახლოვე, ტყე და დაუვიწყარი მთის ხედები.