ქირავდება ახალგარემონტებული, კომფორტული და ნათელი 2 ოთახიანი ბინა ახალაშენებულ კორპუსში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე.
ბინის მოიცავს 1 მყუდრო საძინებელს, სტუდიოს ტიპის მისაღებს, კეთილმოწყობილ აბაზანას და 2 აივანს. ბინა სრულად აღჭურვილია ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით, ცენტრალური გათბობით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, გამწოვით, კონდინციონერით და სხვა საჭირო ნივთებით.
აივნებზე დაგხვდებათ მაგიდა-სკამებით და თერმო სათავსო კარადებით, რაც დამატებით კომფორტს და პრაქტიკულობას უზრუნველყოფს.
ლოკაცია ძალიან მოსახერხებელია: ბინა მდებარეობს მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ფეხით დაახლოებით 10 წუთის სავალზე. ბინა არის მზიანი და ნათელი, განთავსებულია მშვიდ გარემოში, ხოლო ფანჯრებიდან იშლება ფართო ხედები.