სახლი მდებარეობს თბილისის შემოსასვლელში მცხეთის მხრიდან, აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში, მუხათგვერდის აგარაკებზე. მუსიკაზე შეზღუდვა არ გვაქვს, QSC 600 ვატიანი დინამიკით შეძლებთ ისარგებლოთ მთელი ღამე. დამატებითი დინამიკის შემოტანა აკრძალულია. სახლს აქვს 1 იზოლირებული საძინებელი, გასაშლელი დივანი და სურვილისამებრ 2 ცალი დასაკეცი საწოლიც. სამზარეულო, დახურული აუზი, რომელიც თბება 38 გრადუსამდე, საცეკვავო სივრცეში კლუბური განათებები, მაგიდები და სკამები 25 ადამიანამდე. ასევე არის ეზო, მაყალი და შამფურები მწვადის შესაწვავ ადგილზე. შესვლა შეგიძლიათ შუადღის 3 საათიდან, ხოლო გასვლის დრო განსაზღვრულია მომდევნო დღის დილის 12 საათამდე. ფასი ცვალებადია კვირის დღეების და სტუმრების რაოდენობის მიხედვით. ჯავშნების მიღება ხდება წინასწარ. შეგიძლიათ სახლის წინასწარ დათვალიერება, როგორც დეტალური ვიდეოს მეშვეობით, ასევე ადგილზეც.