3 ივლისიდან მესაკუთრისგან ქირავდება. ფოტოშოპი არ გეგონოთ, ბინა მართლაც ასეთია. ახალაშენებულ ელიტარულ კორპუსში, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გარემონტებული 2 ოთახიანი, 60 კვ.მ ბინა, მე-7 სართულზე, ორთაჭალაში, პ. ბაგრატიონის ძეგლიდან 150 მეტრში, ვ. გორგასლის ქ-ზე. ქვით მოპირკეთებული სადარბაზოთი, კამერებით, დაცვით, KONEს ლიფტით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, თბოიზოლაციით, ეზოთი.
მანძილი ძველ თბილისამდე და გოგირდის აბანოებამდე 1 კმ. თავისუფლების მოედნამდე და რუსთაველის გამზირამდე 1,4 კმ.
ახალი ევრორემონტით. ბინა მდიდრულად თეთრია, აივნით, კერამოგრანიტის იატაკით, გერმანული ალუმინის კარ/ფანჯრებით, ხმისა და თბოიზოლაციით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, ინტერნეტით, ავეჯით (ავსტრიული MDFით, სენსორული განათებით, საძინებელი Askonaს მატრასით), კონდიციონერებით, ანდროიდ/სმარტ ტელევიზორებით.
სამზარეულო: ელთიბის ავსტრიული MDFით და იტალიური მექანიზმებით, სენსორული განათებით, გერმანული სანტექნიკით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ახალი ჭურჭლის კომპლექტით. აბაზანა ესპანურ კაფელ-მეტლახში, გერმანული სანტექნიკით, ჰიგიენური დუშით და სარეცხი მანქანით. ქირის გადახდა პირველი თვე და დეპოზიტი 1 თვის ქირის ოდენობით, ბინის დაზიანებისგან დასაზღვევად, რომელიც დაგიბრუნდებათ.