ქირავდება ძალიან მყუდრო, ახალი გარემონტებული ბინა საბურთალოზე დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ უბანში.
საერთო ფართობი შეადგენს 60 მ²-ს, საიდანაც 20 მ² გამწვანებულ, ძალიან ლამაზ და მოვლილ ეზოს უკავია. ეზო არის სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, მწვანე სივრცე, სადაც განთავსებულია გარე ავეჯი და იდეალურია დასვენებისთვის ან მშვიდი საღამოების გასატარებლად.
ბინა მდებარეობს პირველ სართულზე და გამოირჩევა ძალიან ნათელი ინტერიერით. მისაღებ ოთახში ბუნებრივი განათება ორი მიმართულებიდან შემოდის როგორც ბაღის მხრიდან, ასევე ქუჩის მხრიდანაც. სახლი სრულიად ახალი გარემონტებულია და აქამდე არავის უცხოვრია.
ბინა ქირავდება სრულად ავეჯით და ყველა აუცილებელი ტექნიკით, ყველაფერი მზად არის საცხოვრებლად.
ფეხით სავალ მანძილზეა მაღაზიები და ყოველდღიური საჭიროების სხვა სავჭრო ობიექტები.