დელისის მეტროდან 5 წუთის გზაზე, მშვიდ და გამწვანებულ ადგილზე, 1 სადარბაზოიან, 6 სართულიან კორპუსში გაზაფხულის ქუჩაზე ქირავდება 162 კვ.მ ბინა 3 საძინებლით, 2 სველი წერტილით, ცალკე სამზარეულოთი და მისაღებით. იატაკი არის პარკეტი. ბინას აქვს ერთი აივანი და ერთი ვერანდა, რომელიც ესაზღვრება სამზარეულოსაც და მისაღებსაც. ერთ საძინებელს აქვს საგარდერობე ოთახი, ხოლო სამზარეულოს აქვს თავისი საკუჭნაო. ბინა გადაჰყურებს ტყეს. სახლს აქვს დახურული პარკინგი ავტომატური კარით და ბინას მოყვება 2 საპარკინგე ადგილი, ჩაშენებული მეტალის კარადებით. ამჟამად გაქირავებულია უცხოელებზე.