ქირავდება ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტის ბინა 97 კვ.მ ფართობით, მდებარეობს 24-სართულიანი კორპუსის 21-ე სართულზე. ბინაში განთავსებულია 4 ოთახი, მათ შორის 3 საძინებელი, რაც იდეალურია ოჯახისთვის ან მათთვის, ვისაც სჭირდება მეტი სივრცე. ბინას აქვს ერთი აივანი, პანორამა მთელს გაყოლებაზე საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები. თანამედროვე და ნათელი ინტერიერი ქმნის მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს. ახალი შენობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს. აქ შეგიძლიათ იგრძნოთ სიმშვიდე და თავისუფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ქალაქის ცხოვრებაში.