ქირავდება 90 მ² ბინა თბილისში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდთან. ეს არის კომფორტული, ახალგარემონტებული ბინა ძველ, მყარ შენობაში, რომელიც გამოირჩევა თავისი მდებარეობითა და სიმყუდროვით. ბინა მოიცავს სამ ოთახს: ნათელ მისაღებ ოთახს, ორ იზოლირებულ ნათელ საძინებელს და ერთ სრულად აღჭურვილ სველ წერტილს. ასევე აქვს იზოლირებული სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.
ბინა სრულად მოწყობილია თანამედროვე ავეჯითა და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, კონდიციონერი..). დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა.
მდებარეობა უაღრესად მოსახერხებელია: ქალაქის ცენტრთან ახლოს, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე უბანში. ირგვლივ არის სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები, რესტორნები, სკოლები, საბავშვო ბაღები და პარკები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები ხელმისაწვდომია ფეხით სავალ მანძილზე, ასევე მეტრო მარჯანიშვილი, რაც უზრუნველყოფს მარტივ გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში. ეს ბინა იდეალურია ოჯახისთვის ან წყვილისთვის, რომლებიც ეძებენ კომფორტულ და მყუდრო საცხოვრებელს ქალაქის გულში.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში.
ბინა არის მაღალ ჭერიანი (4 მეტრი) და არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ასევე მოყვება პარკინგის ადგილი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.