Сдается 6 комнатная частный дом в тхинвали

Сдается 6 комнатная частный дом в тхинвали

17ID: 24664494
კეჭაყმაძე ი. ქ.
6,663
400 м²
Площадь
6
Комната
4
Спальня
2
этаж
400 м²
Площадь двора

Краткое описание

‌ქირავდება ახალი ეზოიანი სახლი თხინვალაში (ლისის ტბის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილისა და ბრიტანულ სკოლასთან ახლოს). თითოეული სართული 100 კვ. მეტრია. 1 სართულზე განთავსებულია ამერიკული ტიპის გახსნილი სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და 1 ოთახი (გამოდგება კაბინეტად, საძინებლად ან ბავშვების ოთახად). ასევე, 1 შხაპიანი აბაზანა-ტუალეტი და 1 პატარა ტუალეტი. დამხმარე ფართებია პროდუქტების საკუჭნაო, პალტოებისა და ფეხსაცმლის გარდერობი, სამრეცხაო (სარეცხი მანქანა და საშრობი)+ტექნიკური ოთახი, შესაბამისი უჯრებითა და თაროებით. აბაზანაში არის კიდევ დამატებითი სათავსო. სამზარეულო აღჭურვილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით (გაზქურა გამწოვით, მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ღვინის მაცივარი). სასტუმრო ოთახში დგას მაგიდა სკამებით, ტახტი სავარძლებით, ტელევიზორი თავისი მაგიდით და ანტიკვარული ბუფეტი. შემოსასვლელში დაგხვდებათ საკიდი კარადით. შესაბამისი ავეჯია აბაზანა-ტუალეტშიც. სამზარეულოდან აივანზე გადის 2 დიდი ვიტრაჟული კარი, რის გამოც სახლი მუდამ ნათელია, ხოლო გარეთ სასიამოვნო სასადილო, სამუშაო თუ მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა. მეორე სართულზე არის 1 მასტერ საძინებელი და 3 ოთახი. საძინებლებში დგას 2 ორადგილინი (180სმ) საწოლი და 3 ერთადგილიანი (90სმ). სამ ოთახს თავისი საგარდერობე ოთახი აქვს, ასევე თაროებითა და უჯრებით მოწყობილი. არის კიდევ ერთი მოზრდილი აბაზანა, სადაც ორი ნიჟარაა მოთავსებული. 3 ოთახი გადის აივანზე, ხოლო მეოთხე - უკანა ეზოში. მეორე სართულიდან კიბე ადის ბრტყელ სახურავზე, სადაც ბანია მოწყობილი, ლამაზი ხედები იშლება ოთხივე მხარეს და მუდამ უბერავს სასიამოვნო სიო. სახლი არის ფერადი, თბილი, ნათელი და ხალისიანი. გარემონტებულია ვინტაჟურ სტილში, ეკლექტური ელემენტებით. ყველა ოთახში არის ჭაღი და ფარდები. ორივე სართულზე არის იატაკქვეშა გათბობა. თითოეული კუთხე დაცულია კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით. ეზოში შესასვლელად დამონტაჟებულია ელექტროჭიშკარი. ეზოს ფართობია 300 კვ.მ. ფერდობული ეზო სტრუქტურირებულია 3 ტერასად. პირველი დონიდან შევდივართ სახლში, აქვე გამოვდივართ სამზარეულოდან. მეორე, პატარა ტერასა სახლის გვერდითაა და აქედან ავდივართ უკანა ეზოში (სადაც მეორე სართულიდანაც გავდივართ). სახლის გვერდით დგას წყლის ტონიანი რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება წყლის დაწყვეტის შემთხვევაში. სახლი მდებარეობს გორის ძირში და უკან არაფერი უდგას, რის გამოც მეტად მყუდრო და მშვიდი გარემოა.

Дополнительные параметры

статус
Новостройка
состояние
С новым ремонтом
Тип проекта
Нестандартный
Ванные комнаты
3+
Отопление
Подогрев пола
парковка
Парковка во дворе
горячая вода
Центральное отопление
Интернет
Да
Телевидение
Да
Природный газ
Да
Гостиная
Да
Вода
Да
Канализация
Да
Електричество
Да
Телефон
Да
Огороженный
Да
Ворота
Да
Кухня + Техника
Да
Тип хранилища
Да

Мебель

Мебель
Кровать
Диван
Стол
Стулья
Холодильник
Кондиционер
Духовка
Плита (газовая/электрическая)
Cтиральная машина
Посудомойка
levani
Агент

Если информация в объявлении указана неверно, пожалуйтесь