იყიდება 840 მ² არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნუცუბიძის პლატოზე, თბილისი. ნაკვეთი მდებარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონიდან 5 წუთის სავალზე ეს არის მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემო, იდეალურია როგორც საცხოვრებელი სახლის ან კოტეჯების მშენებლობისთვის, ასევე მცირე საცხოვრებელი კომპლექსის მოსაწყობად. მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი მნიშვნელოვნად ამარტივებს სამშენებლო ნებართვების პროცესს. ყველა საჭირო კომუნიკაცია (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია) ხელმისაწვდომია. ქალაქის ცენტრთან შედარებით ახლო მდებარეობა და ამავდროულად განცალკევებული, წყნარი გარემო ამ ნაკვეთს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდესა და კომფორტს ქალაქთან ახლოს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.