იყიდება 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ხელსაყრელი განლაგებით, ავტობანის პირზე, ლოკაციის სანახავად ნებისმიერ ნავიგატორში ან ბრაუზერში ჩაწერეთ სიტყვა - CRABsodia , იგი შემოღობილია მთელ პერიმეტრზე. ნაკვეთში აშენებულია 640 მ2 კაპიტალური სათბური, კარბოლუქსით დახურული ლითონის კარკასზე და ბეტონის კედლებით, რომლის სახურავზეც განთავსებულია 40 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის პანელები, ჰუავეის სისტემა, იგი გამოიმუშავებს 60 მეგავატ (60 000 კილოვატი) ელექტრო ენერგიას წელიწადში. ნაკვეთში არის 2500 ძირი 3 წლიანი მსხმოიარე ნუშის ბაღი, ავტომატური სარწყავი სისტემით და 70 000 ლიტრიანი მიწისქვეშა რეზერვუარით. არის ინტერნეტი, WI-FI, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები ჩამწერით. არის 5,5 კილოვატი სიმძლავრის გენერეატორი ავტომატური დაქოქვით. დამონტაჟებულია ჭკვიანი მართვის ავტომატები და ტემპერატურის სენსორები, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი პროცესი ავტომატურად ან ტელეფონით მართოთ დისტანციურად. ამჟამად ნახევარ სათბურში მოწყობილია წყლის რეზერვუარები იარუსებად და ხდება ავსტრალიური კიბორჩხალას მოშენება (გარემოს დაცვის სამინისტროს 7 წლიანი ნებართვის საფუძველზე). ფერმა შესაძლებელია გამოიყენოთ სხვა დანიშნულებითაც. ნაკვეთი თავისი განლაგებით არის პერსპექტიული, როგორც მასზე არსებული ბიზნესის გაგრძელების და განვითარების, ასევე სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლადაც. მიყვანილია 3 ფაზა დენი 40 კილოვატი. 595 807 807, ტელეფონზე თუ ვერ გიპასუხებთ ამავე ნომერზე მომწერეთ WhatsApp-ში და მოგვიანებით გადმოგირეკავთ. განიხილება გაცვლა უძრავ ქონებაზე თბილისში.