ეს არის ახალი აშენებული, 3-ოთახიანი (105 მ²) ნათელი და თანამედროვე ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ უბანში, ცაგარელის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე ცხოვრება ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, იმყოფები ქალაქის ცენტრალურ უბანში და გაქვს მარტივი წვდომა სხვა ცენტრალურ უბნებთან; და ამავე დროს, ცხოვრობ მშვიდ და წყნარ ქუჩაზე, სადაც არ გაწუხებს არანაირი ხმაური.
ბინა არის ახალი აშენებული 10 სართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, აქვს სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები/სამზარეულო, 2 საძინებელი, 1 სველი წერტილი, აივანი და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. ყველა ოთახის, როგორც მისაღების, ასევე საძინებლების კარი გადის აივანზე. კორპუსი არის დაცული და აქვს მოწესრიგებული სადარბაზო და ლიფტი