ქირავდება თანამედროვე, კეთილმოწყობილი 2სართულიანი სახლი საბურთალოზე, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე. საცხოვრებელი ფართი: 135კვ.მ ეზო: 85 კვ.მ ნათელი და გემოვნებით მოწყობილი სახლი, აერთიანებს კომფორტს და ფუნქციურობას. 2 კომფორტული საძინებელი, მათ შორის მთავარი საძინებელი საგარდერობე ოთახით. იზოლირებული კაბინეტი (შესაძლებელია დამატებით საძინებლად გამოყენება) ფართო და ნათელი მისაღები მეორე სართულზე ვერანდით, ახალი დივნით და TV სადგამი-სათავსოთი. 2 ტელევიზორი (საძინებელში და სამზარეულოში) 2 სველი წერტილი. ჩაშენებული სათავსო შემოსასვლელში. სრულად აღჭურვილი სამზარეულო მაღალი ხარისხის ავეჯით და BOSCH ტექნიკით. ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, მოვლილი, იზოლირებული ეზო, საპარკინგე ადგილით, პულტიანი ჭიშკარი. სახლი არის ნათელი, მყუდრო და მზად საცხოვრებლად, იდეალური არჩევანია კომფორტული ცხოვრებისთვის ქალაქის ცენტრში. ვარ მეპატრონე, მაკლერები არ შემეხმიანოთ.