იყიდება 1700 მ² მიწის ნაკვეთი ზაქაროში საგურამოსთან ახლოს. იგი ცნობილია თავისი სუფთა ჰაერით, ულამაზესი ბუნებით და თბილისთან სიახლოვით, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს და კომფორტს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ ამავდროულად სურს ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ახლოს ყოფნა. ეს ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რაც დიდ პოტენციალს იძლევა სხვადასხვა პროექტისთვის. ის იდეალურია საცხოვრებელი სახლის, აგარაკის ან თუნდაც მცირე მეურნეობის მოსაწყობად. მიმდებარე ტერიტორია აქტიურად ვითარდება და სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, რაც ამ ნაკვეთს მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ ლოკაციაზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე ან ვაცაპზე.