იყიდება 97 კვ.მ ბინა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში. ეს არის იდეალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც აფასებს ქალაქის ძველ ხიბლს და ეძებს საცხოვრებელს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. სახლს აქვს ზუსტად იგივე კვადრატულობის უკვე დამტკიცებული სხვენი, რომლის ათვისებაც შეგეძლებათ შეხედულებისამებრ.
ბინა არის სრულად რეაბილიტირებული 2022 წელს. საფუძვლიანად გამაგრებული და გარემონტებული.
მაღალი ჭერი, ფართო ოთახები და უხვი ბუნებრივი სინათლე ყველა ოთახში, ქმნის სახლში სივრცისა და სიმყუდროვის განცდას. მეტი კომფორტისთვის, ბინაში რჩება ყველაფერი, რასაც ფოტოებზე ხედავთ.
აივნიდან იშლება ხედი მთაწმინდის ქედზე და ქართლის დედაზე.
ფეხით სავალ მანძილზეა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ბოტანიკური ბაღი და მრავალი კაფე-რესტორანი. ეს ბინა წარმოადგენს არა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ ადგილს, არამედ სწორ ინვესტიციასაც. სოლოლაკი არის როგორც ისტორიულად ისე ტურისტულად დატვირტული უბანი რაც უძრავი ქონების ღირებულების მკვეთრ ზრდაზეც ისახება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.