თბილისიდან მხოლოდ 15 წუთში — საგარეჯოში, ახალი გზატკეცილიდან 3 კმ-ში, ქალაქში შემოსასვლელსა და ძველი კახეთის გზის კვეთასთან, იყიდება 12.2 ჰა საინვესტიციო მიწის მასივი.
ობიექტი მოიცავს 4 ნაკვეთს (3 სასოფლო-სამეურნეო და 1 არასასოფლო), რაც იძლევა მოქნილ განვითარების შესაძლებლობას — მათ შორის დანიშნულების შეცვლით, დეველოპერული ან ტურისტული პროექტებისთვის.
ნაკვეთი მდებარეობს ნინოწმინდის ფერდობზე და გამოირჩევა პანორამული ხედებით საგარეჯოსა და მიმდებარე მინდვრებზე — ლოკაცია საინტერესოა როგორც ვიზუალურად, ისე კომერციული პოტენციალით.
არასასოფლო ნაკვეთზე განთავსებულია:
• კოტეჯი
• სასაწყობე შენობა
• საქონლის სადგომები
• 2 სათბურის კონსტრუქცია (~1000 და ~1700 კვმ)
ინფრასტრუქტურა:
• მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი
• არტეზიული ჭა 50 ტონიანი ავზით
• მოსწორებული ტერიტორია ~3500 კვმ
• ასფალტირებული მისასვლელი გზა, შიდა გზითა და განათების ბოძებით
ნაკვეთებს ორი მხრიდან ესაზღვრება ჯაგრცხილის ტყე, რაც ქმნის იზოლირებულ და გამორჩეულ გარემოს - იდეალურია რეზორტის, აგრო-ტურიზმის ან სხვა მაღალი კლასის პროექტისთვის.
გაყიდვა შესაძლებელია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილებად შეთანხმებით.