ახალაშენებული სახლი საკუთარი ჭითა და აუზით მისაქციელში
იყიდება ორსართულიანი კერძო სახლი მისაქციელში, ცენტრალური გზიდან ძალიან ახლოს. სახლი მდებარეობს მშვიდ და დასახლებულ ადგილას, რაც მას იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე სააგარაკედ.
ძირითადი მახასიათებლები:
- მიწის ფართობი: 500 კვ.მ.
- სახლის საერთო ფართი: 172.17 კვ.მ. (აქედან საცხოვრებელი 85.32 კვ.მ, დამხმარე 31.93 კვ.მ, საზაფხულო ფართი 54.92 კვ.მ).
- ფასადი: სრულად დასრულებული და მოპირკეთებული.
- აივნები: არის შემინული.
-გადახურვა: რკ/ბეტონის ბრტყელი გადახურვა
- კარ-ფანჯრები: ალუმინის
ინფრასტრუქტურა და უპირატესობები:
- კომუნიკაციები: ყველა საჭირო კომუნიკაცია შეყვანილია.
- საკუთარი ჭა: სახლს აქვს საკუთარი ჭა, რაც სრულად და სამუდამოდ აგვარებს მისაქციელში არსებულ წყლის პრობლემას - გექნებათ წყლის მუდმივი და დამოუკიდებელი წყარო.
- ეზო და დამატებითი ნაგებობები: ეზოში განთავსებულია დამხმარე შენობა-ნაგებობა (2.58 კვ.მ).
- აუზი (24 კვ.მ),
- ღობე: ტერიტორია შემოღობილია (ღობის ფართობი 12.5 კვ.მ).
ტექნიკური დეტალები:
- I სართულის განაშენიანების ფართი: 123.1 კვ.მ.
- II სართულის განაშენიანების ფართი: 97.6 კვ.მ.
- სამშენებლო მოცულობა: 610 კუბ.მ.
სახლი აშენებულია ხარისხიანად, შელესილ-შეღებილი, შემინული აივნებით.
შიდა ტიხრების მოწყობა შედის ფასში.
ლოკაცია უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ცენტრალურ მაგისტრალთან, თუმცა ინარჩუნებს სიმშვიდეს.