2 კოტეჯი ( საინვესტიციო) 80 000 ლარი ექსკლუზივი , თბს ბანკში გადასახდელი თანხა,აღნიშნული თანხა იმ დღის შესაბამისად დოლართან მიმართებაში გამოაკლდება ძირითად ქვემოთ აღნიშნულ თანხას და არის საბოლოო ფასი .
ტოპ ფასში იყიდება 2 იზოლირებული კოტეჯი ერთად, (ცალ-ცალკე არ განიხილება) , 121,91 მ2 დაზუსტებული და რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი, მიწის დაზუსტებული და დარეგისტრირებული ფართი 326 მ2 (სასოფლო-სამეურნეო), ახალი აშენებული, ეს თანამედროვე დიზაინის სახლი მდებარეობს ბათუმიდან 5-6 კმ-ში გონიოს მხარეს, ბათუმის ცენტრამდე 10კმ და იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ და ხარისხიან საცხოვრებელს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა ქალაქთან მარტივი წვდომით. სახლი აშენებულია კარგი ხარისხის მასალებით და გამოირჩევა ფუნქციური დაგეგმარებით. ფართო და ნათელი მისაღები ოთახი იდეალურია ოჯახური შეკრებებისთვის. სახლში განთავსებულია 4 საძინებელი, რაც უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს დიდი ოჯახისთვის ან სტუმრების მისაღებად. ასევე მოწყობილია 3 სველი წერტილი, თანამედროვე სამზარეულო და დამხმარე ოთახები. ეზო კეთილმოწყობილია და იდეალურია დასვენებისთვის, არის გასაშლელი 7-8 ტონიანი აუზი, ჭიშკარი დისტანციურ მართვაზე, ასევე გათვალისწინებულია პარკინგის ადგილი რამდენიმე მანქანისთვის. მდებარეობა უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წვდომას ქალაქის ცენტრთან, აეროპორტთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან. ეს არის მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სიმშვიდით და სუფთა ჰაერით. სახლი სრულად მზადაა როგორც საცხოვრებლად ასევე გასაქირავებლად , სახლიდან და ეზოდან იშლება ერთდროულად პანორამული ხედი ზღვაზე,მთაზე და ულამაზეს ბათუმზე და ელოდება თავის ახალ მფლობელს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე