იყიდება მოსკოვის პროექტის 3,5-იანი ბინა მაღალ პირველ სართულზე, გადიდებული მისაღებით და ორი დიდი საძინებლით, ოთახად გარემონტებული და კეთილმოწყობილი 17 კვ/მ სარდაფით (ჩასასვლელი სახლიდან, ცალკე საკადასტრო კოდით). ჩაშენებული სამზარეულოთი, შემოსასვლელის და საძინებლის დიდი კარადებით. საძინებლის მხრიდან აქვს შემოსაზღვრული 100 კვ/მ ეზო, მყუდრო, გამწვანებული და მოპირკეთებული (მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებში). ეზოში გასასვლელი არის სახლიდან, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ავეჯის სრულად დატოვება.