იყიდება ოთხი, ერთოთახიანი, ბინა ბათუმში (მახინჯაური), მზიური გარდენსის პრემიუმ კლასის კომპლექსში (C ბლოკი). პანორამული ხედით ზღვაზე, პირველ ზოლში. მზიური გარდენსი - უნიკალური საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსია შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც გარდა აპარტამენტისა 5*-იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Crowne Plaza განთავსდება. ნაშენებია კლიმატურ პირობებზე მორგებული (ნესტი და ჰაერში ზღვის მარილის შემცველობა) და სპეციალური ცეცხლგამძლე მასალებით.
„მზიური გარდენს“-ის მულტიფუნქციურ კომპლექსში შედის: კეთილმოწყობილი პირადი სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონა, ღია და დახურული აუზები, კალათბურთის მოედანი, სპა, ფიტნეს ცენტრი, საბავშვო ინფრასტრუქტურა, რესტორნები, კაფე-ბარები, საკონფერენციო დარბაზი, პარკინგი, ავტოსამრეცხაო, ტექნიკური ოთახები და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. აქ მთლიანი სივრცე სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
„მზიური გარდენსი“ საუკეთესო ინვესტიციაა მათთვის, ვისაც საკუთარი უძრავი ქონებიდან ყოველთვიური შემოსავლის მიღება სურს. იმის გამო, რომ აქ, აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტი-ს აღდგენა მიმდინარეობს, ის წლის ოთხივე სეზონზე მოიზიდავს დამსვენებლებს არამარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. გარდა ამისა, აპარტამენტების მფლობელებს ექნებათ სრული წვდომა სასტუმრო სერვისებთან. ბინის შეძენის შემდეგ, თუ მის გაქირავებას გადაწყვეტთ, ადმინისტრაცია დაგეხმარებათ – სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მენეჯმენტი საკუთარ თავზე აიღებს. კომპლექსს ასევე აქვს კონსიერჟის, ანიმატორებისა და ტრანსპორტით მომსახურება, ჰყავს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში – ძიძა.
ოთხივე ბინა განლაგებულია მე-7-ე სართულზე (711,712,713,714), აქვს დიდი აივანი და ლამაზი პანორამული ხედები ბათუმზე და ზღვაზე. არის გარემონტებული, ავეჯის და ტექნიკის გარეშე.
ვარ მეპატრონე და შეძენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფასზე დალაპარაკება.
სამუშაო დღეებში, გთხოვთ დამიკავშირდეთ საღამოს 8 (20:00) საათიდან.