ექსკლუზიური შეთავაზება საგურამოში
გესაჭიროებათ სივრცე, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სიმშვიდეს, კომფორტსა და სტატუსს?
საგურამოს გულში გელოდებათ 3 ტერასიანი უნიკალური მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე გთავაზობთ ცხოვრების ხარისხს, რომელიც სხვებისთვის საოცნებოა.
რა გელოდებათ აქ:
პირველი ტერასა – აუზი ჩასხმული ბეტონით (დასასრულებელი) და სველი წერტილი, ზაფხულის კომფორტულად გასატარებლად.
მეორე ტერასა – კალათბურთის მოედანი, სადაც შეგიძლიათ აიშენოთ თქვენი კაპიტალური საოჯახო რეზიდენცია.
მესამე ტერასა – ხეხილიანი ბაღი და კომფორტული შენობა-ნაგებობა (საძინებელი, სამზარეულო, სველი წერტილი და გადახურული ტერასა). შენობა-ნაგებობა საჭიროებს მცირე ხელის შევლას, თუმცა იდეალურია როგორც საოჯახო დასასვენებელი სივრცე, ასევე დროებით საცხოვრებლად.
🏡 ძირითადი უპირატესობები:
შემოღობილი მაღალი ბეტონის ღობით – სრული უსაფრთხოება და პრივატულობა.
კომუნიკაციები შეყვანილია: დენი, გაზი, ორნაირი სარწყავი წყალი და ნატახტრის დასალევი წყალი. ასევე, კანალიზაცია.
შენობა-ნაგებობა უკვე დატანილია რეესტრში (სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე).
🌳 აქ შეგიძლიათ ააშენოთ არა უბრალოდ სახლი, არამედ სტატუსისა და კომფორტის სიმბოლო – თქვენი საკუთარი რეზიდენცია, რომელიც გახდება ოჯახის და მეგობრების შეკრების ადგილი. წარმოიდგინეთ დილა აუზთან, საღამო ბაღში, და მშვიდი ღამე სუფთა ჰაერზე – ყველაფერი ეს, საგურამოს ცენტრში. ნაკვეთი ფეხის სავალ მანძილზეა ნიკორასგან, გუდვილისგან, სპარისგან, ზოომარტისგან და სხვა ქსელური მაღაზიებისგან - ქალაქის კონფორტისგან მოწყვეტილი არ იქნებით. ნაკვეთის გარშემო ძალიან კარგი სამეზობლოა.