იყიდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 1000 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად, აქვს გზის პირას ჭიშკარი. ღობის გასწვრივ, მთელს პერიმეტრზე დარგულია მრავალწლიანი მარადმწვანე ნერგები, რომელთა სიმაღლე 5 მეტრს აჭარბებს. ნაკვეთში შეტანილია გრუნტი (ანუ მოზვინულია) და გასწორებულია მთავარი გზის სისწორეზე. ზღვიდან დაშორებულია 1,2 კმ-თი. ნაკვეთის გვერდით არის სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტები, სკოლა, სასტუმროები. ნაკვეთთან ახლოს არის ავტობანიდან ურეკში ჩამოსასვლელი გზა. ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროსთვის, საწყობისთვის, სავაჭრო ობიექტისთვის ან კერძო სახლი - პანსიონისთვის.