იყიდება ქალაქური პროექტის ბინა დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე. გაერთიანებულია ოროთახიანი და ერთოთახიანი ბინები. აქვს სამი იზოლირებული ნათელი საძინებლი, ორი აივნი, ორი სველი წერტილი, სარდაფი (9 მ2). ბინაში არის ცენტრალური გათბობა, ჩაშენებულია ავეჯი, კარადები. ძირითადად რჩება ყველაფერი (გარდა პიანინოსი და ერთი საძინებლისა). არის ძალიან ნათელი და მყუდრო ბინა. ირგვლივ არის ყველა აუცილებელი ობიექტი. კომფორტული გარემოა და მოსახერხებელი ლოკაცია. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.