ფასი მოცემულია შემდეგი გადახდის პირობის მიხედვით: პირველადი შენატანი იქნება 30 000 დოლარი, 30 თვიანი შიდა განვადების დროს ყოვეთვიური შენატანი 1 162 დოლარი, რა დროშიც იფარება ბინის ღირებულების 50% და შემდეგ გადადიხართ ბანკზე. წინასწარი შენატანისა და გადახდის პირობების მიხედვით იმოქმედებს ფასდაკლებები.
პროექტი არის მულტიფუნქციური - "ქალაქი ქალაქში", 75% გამწვანება და რეკრეაცია. აქ იქნება საბავშვო ბაღი და სკოლა, ღია და დახურული აუზები, სპა, სავარჯიშო დარბაზი, გასტრონომიული ჰაბი - კაფეები, რესტორნები და საკვები ობიექტები; სპორტული მოედნები - ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ველობილიკები და საბავშვო სივრცეები.