იყიდება 3 ოთახიანი ბინა გიორგი ჭყონდიდლის ქუჩაზე, გოცირიძეს მეტროდან 5 წუთის სავალ მანძილზე, ახალაშენებულ კორპუსში, სტუდიოს ტიპის მისაღებით, 2 ნათელი საძინებლით (ერთ საძინებელს აქვს აივანი, მეორეს სტანდარტულად სარკმელი, ორივე არის ბუნებრივი განათებით). აქვს ორი აივანი, ორივე აივანზე ჩაშენებულია კარადა, მათ შორის ერთი საკმაოდ დიდი და ტევადი სათავსოა. არის ახალი გარემონტებული, ახალი (რამოდენიმე თვის გამოყენებული, ჯერ კიდევ გარანტიით) ავეჯით და ტექნიკით (მათ შორის ჩაშენებული სამზარეულო და ტექნიკა). ბინა არის კუთხის და მზიანი. გამოირჩევა პერსპექტიული და პრაქტიკული მდებარეობით. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულია. მდებარეობს M2 ჭყონიდედლის კომპლექსის წინ, ახლოს არის სკოლები, მათ შორის ქართულ-ამერიკული სკოლა, ბაღები, კლინიკა, სუპერმარკეტები, კიკვიძის ბაღი ფეხით 10 წუთის სავალზე, ც.დადიანის ქუჩა (პირველი სამშობიარო) ფეხით 3 წუთში და ყველა საჭირო ობიექტი რაც დაგჭიდებათ. ყველაფერი მოწესრიგებულია და შესაბამისად შეგიძლიათ პირდაპირ გადასვლა და ცხოვრება, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯისა და ძალისხმევის გარეშე