ქირავდება 3 სართულიანი კერძო სახლი, როგორც საოფისედ, ასევე ოჯახისთვის. სახლი მდებარეობს ქვემო ვეძისში, ირაკლი გამყრელიძის 4, სამედიცინო მეტროსთან 10 -12 წუთი ფეხით სავალზე.
სახლი არის მზიანი და ნათელი, მშვიდ და წყნარ უბანში, მოშორებული ქალაქის ხმაურს, მტვერს და ქაოსს. ტრანსპორტი ადვილად ხელმისაწვდომია. ეზო არის გამწვანებული, დასაჯდომი სივრცით, გარე ბუხრით და ჭურის თავებით. სახლს აქვს ავტოფარეხი.
დაინტერესების შემთვევაში შემიძლია ვიდეოს გამოგზავნა.