🌿 ექსკლუზიური შეთავაზება – მოქმედი, სრულად აღჭურვილი სათბურის მეურნეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში
ექსკლუზიური უფლებით!
გამოტანილია გასაყიდად ან განიხილება ნებისმიერი სახის ინვესტირება – მოქმედი, სრულად აღჭურვილი სათბურის მეურნეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში.
📐 მიწის ფართობი და სათბურის მასშტაბი
მიწის საერთო ფართობი: 3 ჰა (30 000 მ²)
აქედან 5 500 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ისრაელის წარმოების სათბური
სათბურის კონსტრუქცია:
გალვანიზებული მრგვალი ლითონის კონსტრუქციები
დაფარულია შვიდშრიანი ისრაელის სათბურის ფირით
⚙️ ტექნოლოგიები და საინჟინრო სისტემები
სათბური აღჭურვილია:
გათბობის სისტემა
წვეთოვანი სარწყავი სისტემა
ავტომატური მართვის აგრეგატები
სავენტილაციო, გაგრილების, ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის სისტემები.
💧 წყლის სისტემა და ფილტრაცია:
ფუნქციონირებს უკუ-ოსმოსის დანადგარი, რომელიც ჭაბურღილის წყალს გარდაქმნის გამოხდილ, სუფთა წყლად
🔌 კომუნიკაციები და რესურსები ადგილზე
ობიექტზე შეყვანილია ყველა აუცილებელი კომუნიკაცია:
სამფაზიანი ელექტროენერგია – 50 კვტ.
სრულად დამონტაჟებული კანალიზაციის სისტემა
ჭაბურღილი – 70 მეტრის სიღრმით, 12–15 ტონა/საათი დებიტით
🏢 დამატებითი ინფრასტრუქტურა და ნაგებობები
ტერიტორიაზე განთავსებულია მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები, მათ შორის:
სამაცივრე მეურნეობა – 25 მ³
საწყობი, საყარაულო პუნქტი
საოფისე და საცხოვრებელი შენობა
◾ უსაფრთხოება:
ობიექტი აღჭურვილია სათვალთვალო და დაცვის სისტემებით.
მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია ავტომატური გარე განათება.
🌱 ამჟამინდელი მდგომარეობა და კულტურების პოტენციალი
ამჟამად სათბური საჭიროებს მცენარეთა განახლებას.
თუმცა: სრულად ფუნქციური ინფრასტრუქტურა
ყველა საინჟინრო სისტემა აძლევს საშუალებას მყიდველს, დაუყოვნებლივ განახლდეს და განვითარდეს ნებისმიერი სასათბურე მიმართულებით, მათ შორის:
პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები, მარწყვი
მწვანილეული და სხვა კულტურები.
🚚 ბრენდი, ტექნიკა და გუნდი
აქტივს მოჰყვება:
საკუთარი რეგისტრირებული ბრენდი
ორი სამაცივრე მაცივარ-მანქანა (Mercedes, 1–2 ტონიანი)
გადამზადებული, პროფესიონალი კადრები, რომლებიც იცნობენ როგორც სათბურის სპეციფიკას, ასევე ტექნოლოგიურ პროცესებს
🛣 ლოკაცია და განვითარების პერსპექტივა
ტერიტორიასთან სიახლოვეს უკვე მიმდინარეობს მაგისტრალის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს:
ლოჯისტიკას
მიწოდების გზებს
მომავალი განვითარების პერსპექტივებს
✔ ნაკვეთი ასევე გამოდგება სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულებით, მათ შორის:
სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრი
მსუბუქი წარმოება, ქარხანა
აგრო-სამუშაო ცენტრი და სხვა.