ქირავდება ნათელი და კომფორტული 3 ოთახიანი ბინა (2 იზოლირებული საძინებლით) იოსელიანის ქუჩაზე, ახალ აშენებულ კორპუსში. ბინას აქვს ახალი, თანამედროვე რემონტი და სრულად არის აღჭურვილი როგორც ტექნიკით, ასევე ავეჯით — სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, საწოლები, დივანი და სხვა აუცილებელი ნივთები.
ბინა გამოირჩევა მყუდრო გარემოთი, აქვს აივანი და კარგი განლაგება, რაც კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ლოკაცია ძალიან მოსახერხებელია — მეტრომდე ფეხით დაახლოებით 10 წუთია, ხოლო ავტობუსის გაჩერება სულ 3 წუთის სავალზეა.