შენობა განთავსებულია 613 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ჯამში 900 კვ.მ ფართს სარდაფის ჩათვლით. იგი არის 4-სართულიანი, გააჩნია ლიფტის შახტა და ფუნქციურად მარტივად შეიძლება მოერგოს სხვადასხვა დანიშნულებას იქნება ეს სასწავლებელი, ოფისი, საბავშვო ბაღი თუ სამედიცინო ცენტრი.
ობიექტი წარმოდგენილია შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, სრულად მოარგოთ სივრცე თქვენს საჭიროებებსა და დიზაინერულ ხედვას. ტერიტორია შემოღობილია, ყველა აუცილებელი კომუნიკაცია მიყვანილია ადგილზე, ხოლო შენობის წინ მოწყობილია ავტომობილების გასაჩერებელი სივრცე.
ეს არის იდეალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს სტრატეგიულ ლოკაციასა და მრავალმხრივ გამოყენებად უძრავ ქონებას თბილისში.