იყიდება 247 მ² ახალი აშენებული ბინა თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა 45ა-ში. ეს არის შესაძლებლობა შეიძინოთ ფართო და ნათელი საცხოვრებელი ფართი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანში. სულხან ცინცაძის ქუჩა ცნობილია თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურით, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით და სიმშვიდით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. ფეხით სავალ მანძილზეა სავაჭრო ცენტრები, მრავალფეროვანი რესტორნები, კაფეები, პარკები, სკოლები, ბიზნეს ცენტრები და ყველა საჭირო ობიექტი, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელია.
ბინის მშენებლობა დასრულდა 2010 წელს, 247 მ² ფართობი იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მათთვის, ვინც აფასებს სივრცეს და კომფორტს. ბინის დაგეგმარება მოიცავს ფართო და ნათელ ოთახებს, მაღალ ჭერებს და დიდი ზომის ფანჯრებს, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების სიმრავლეს . ბინაში არის ორი მასტერ საძინებელი საგარდერობე სივრცით. სამზარეულო-სასადილო სივრცე 40კვ. , მისაღები ოთახი 40 კვ. , ჰოლის საერთო ფართი 30-35 კვ. ბინაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას და მინიმალურ სარემონტო ხარჯებს მომავალში.
ბინა რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ ფართად. ორი ბინა გაერთიანებულია და ქმნის ერთ მთლიან სართულს, რომელიც სადარბაზოს კიბის უჯრედიდან არის იზოლირებული. ლიფტი ჩერდება უშუალოდ სართულზე.