იყიდება მანსარდული ფართი პრესტიჟულ უბანში! 112 კვ.მ ფართის მანსარდა, რომელიც იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ფართი გამოირჩევა 5 სტანდარტული და გამჭოლი ფანჯრის მოწყობის ნებართვით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას და სივრცის ეფექტურ გამოყენებას.
მდებარეობა ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, ფართი მდებარეობს ახალაშენებული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ სულ რაღაც 100 მეტრში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში.
უბანი არის მყუდრო, მშვიდი და ჭარბად გამწვანებული, რაც ქმნის საცხოვრებლად განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს. დამატებით, ფართს აქვს იშვიათი ხედები და უშუალოდ ესაზღვრება პროფესიონალური დონის საფეხბურთო სტადიონს, რაც იდეალურს გარემოს ქმნის როგორც აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის, ისე სიმყუდროვის მაძიებლებისთვის.
კონსტრუქციის დასრულების შემდეგ შესაძლებელია სივრცის გადაკეთება თანამედროვე სტუდიოს ტიპის ერთსაძინებლიან ბინად, რაც მას იდეალურს ხდის როგორც გასაქირავებლად, ისე სალონის, სახელოსნოს მოსაწყობად, რითიც მას ფუნქციურობა და ბაზრის მოთხოვნადობა ეზრდება.
ამდენად, ეს შესაძლებლობა აერთიანებს კომფორტს, ლოკაციასა და საინვესტიციო პოტენციალს ერთ სივრცეში.
ინტერიერის ფოტო მაგალითისთვისაა და მხოლოდ მიახლოებით ასახავს ობიექტის რეალურ პარამეტრებს.
საკადასტრო და სხვა ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია, დაგვიკავშირდი!