ქირავდება 80 მ² ახალი აშენებული ბინა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა 39-ში. ეს არის იდეალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებელს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და განვითარებულ უბანში .
ბინა არის სრულად გარემონტებული უმაღლესი ხარისხის მასალებით და თანამედროვე დიზაინით. მოიცავს ნათელ და ფართო მისაღებ ოთახს, ორ მყუდრო საძინებელს, იზოლირებულ, სრულად აღჭურვილ სამზარეულოს და ერთ თანამედროვე სააბაზანოს. ყველა ოთახი აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ცხოვრებას პირველივე დღიდან. ბინას აქვს დიდი აივანი, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები ქალაქზე. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და კონდიციონერი, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტემპერატურას წლის ნებისმიერ დროს. კორპუსს აქვს მოვლილი სადარბაზო და პარკინგის ადგილი.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იქირაოთ მაღალი სტანდარტების ბინა პრესტიჟულ ლოკაციაზე.
2 თვის წინასწარ გადახდით. დამატებითი დეტალებისთვის და ვიზიტის ჩასანიშნად დამიკავშირდით Phone/WhatsApp /Telegram
📞 511 106 952-თეკლა