ბინა მდებარეობს ქ. მცხეთის ცენტრში,ისტორიულ ნაწილში, შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი -სვეტივხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის მონასტერი, მტკვრისა და არაგვის შესართავი.ბინა არის ფართო, მყუდრო, სუფთა , აღჭურვილი ყველანაირი კომფორტით. ბინაში არის დიდი მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, ჰოლი, 2 სააბაზანო , სამზარეულო აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. ბინას აქვს დიდი აივანი, და ვერანდა, სადაც არის ბარბექიუს სივრცეც. ბინაში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, ვაიფაი, ავეჯი.