შემოთავაზებული ბინა მდებარეობს 13-ე სართულზე, ახალ, ლამაზ და თანამედროვე კოშკის ტიპის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ახლახან აშენდა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კლდოვან გორაკზე, ცირკის ცნობილი ისტორიული ნაგებობის მოპირდაპირე მხარეს. ბინის მისაღები და ასევე საძინებლი ოთახის ვიტრაჟული ფანჯრებიდან და აივნიდან იშლება ქალაქის ალბათ ერთერთი ულამაზესი პანორამული ხედი — მწვანეში ჩამჯდარი მტკვრის კლაკნილი სილუეტი რომელიც ქალაქის ცენტრს სერავს. შეგვიძლია დავტკბეთ: მეფე დავითის კოშკით, ცნობილი სამების ტაძარით, ბილტმორის სასტუმროს სილუეტით, უძველესი ნარიყალას ციხის ნანგრევებით, მთაწმინდის მთის მთელი ხაზით და სატელევიზიო ანძით, 50-იანი წლების ცნობილი ცირკის შენობით, გმირთა მოედანით. ეს, ალბათ, საუკეთესო ხედია, რაც შეიძლება თბილისს ჰქონდეს, განსაკუთრებით საოცარია (!) ღამის განათებაზე.
92 კვ.მ სრულად ახალი ბინა მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს (ჩაშენებული დიზაინერული სამზარეულოთი), ორ საძინებელს, აივანს და საშხაპე/ტუალეტის ოთახს. იატაკის საფარი განსაკუთრებული პარკეტია! ორივე საძინებელს აქვს აივანზე გასასვლელი და, როგორც უკვე აღინიშნა, ულამაზესი ხედები…
ბინის ინტერიერის დიზაინი შექმნილია პროფესიონალი დიზაინერის მიერ, ხოლო ავეჯის სტილი წარმოადგენს მაღალი ხარისხის ანტიკვარული და თანამედროვე ელემენტების ფაქიზ შერწყმას. სამზარეულოსა და სააბაზანოს ტექნიკა, ასევე განათება, წარმოდგენილია ცნობილი ბრენდებით: Sharp, Hitachi, Gorenia, Sony, Grohe, Artemide, Le Corbusier და სხვ.
სამივე ოთახს აქვს დამოუკიდებელი კონდიცირების და იტალიური გათბობის სისტემა.
პარკირება ეზოში უფასოა, ასევე შესაძლებელია ავტოსადგომის დაქირავება შენობის სარდაფში მდებარე ავტოფარეხში. შენობის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმარკეტი საქართველოში — „ნიკორა“.
ჩვენი შენობის პირდაპირ მდებარეობს მრავალფუნქციური თანამედროვე კომპლექსი „მეფე დავითის“ ორი კოშკით. „მეფე დავითში“ არის სასტუმრო, საცურაო აუზი, ფიტნესკლუბი, მაღალი კლასის იტალიური რესტორნები, კაზინო, ბანკომატები და ძალიან ლამაზი, ხელმისაწვდომი კაფე გემრიელი ქართული სამზარეულოთი.
შენობას აქვს განსაკუთრებულად კულტურული გარემოცვა: GAU (საქართველოს ამერიკული უნივერსიტეტი), ხელნაწერთა ინსტიტუტი და WWF-ის კავკასიის სათავო ოფისი.
შესანიშნავი მდებარეობა:
შენობა მდებარეობს უშუალოდ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მეფე თამარის ხიდის გაღმა (300 მ) არის თბილისის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სასეირნო პრომენადი — აღმაშენებლის გამზირი, რესტორნებით, კაფეებით, ბარებით, კინოთეატრებით, კაზინოებითა და სხვა გასართობებით — ფაქტობრივად, ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილი.
შენობიდან 15 წუთის სავალზეა თბილისის ფილარმონია, საიდანაც იწყება მთავარი რუსთაველის გამზირი და მთავრდება ძველ ქალაქში. 800 მეტრში მდებარეობს მთავარი სპორტის სასახლე და მეტროს სადგური. 500 მეტრის დაშორებითაა ცირკი და გმირთა მოედანი (თბილისის სატრანსპორტო მთავარი კვანძი!). 1,5 კმ-შია დინამოს მთავარი სტადიონი და ძალიან მყუდრო და დასასვენებელი მუსტაიდის ბაღი.
თბილისის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი მდებარეობიდან ტაქსით ხელმისაწვდომია დაახლოებით 2,5 დოლარად.
მოგესალმებით! გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას თბილისში სუპერლუქს გარემოში.